აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რიგგარეშე სესიაა დაგეგმილი. დეპუტატები ვიცე-სპიკერისა და საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის, ასევე, კვოტების გადანაწილების საკითხს განიხილავენ. ვიცე-სპიკერის პოსტზე ამ დროისთვის მხოლოდ ჯემალ ფუტკარაძე აცხადებს პრეტენზიას. საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურა კი ჯერჯერობით არ დასახელებულა. ცნობილია, რომ სხდომას თავისუფალი დემოკრატები დაესწრებიან, თუმცა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ნაციონალური მოძრაობა კი საკუთარი კანდიდატურების დასახელებას არ აპირებს და არც იმას აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს ჯემალ ფუტკარაძეს.