პრეზიდენტის მიერ დანიშნული სხდომა პარლამენტში დღეს 12 საათისთვის უნდა გაიმართოს, თუმცა ქუთაისში სავარაუდოდ მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიცია ჩავა და კვლავ ქვორუმის პრობლემა შეიქმნება.
პოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის რეალური გეგმა არ აქვს და სხდომის გამართვა ამის გამო არ სურს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა კომიტეტების სხდომაზე ამომწურავი ინფორმაცია უკვე წარადგინეს და ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის.