შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმების დოკუმენტში მოხსენიებულია ოკუპირებული ტერიტორიბი, თუმცა არა კონკრეტულად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთი.
,, 2011 წელს მართლაც მოეწერა ხელი საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ საუბარია, იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ნახსენები არ არის საერთოდ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი. შესაბამისად ეს არის პირველი დოკუმენტი ხელმოწერილი რუსეთის მიერ საქართველოსთან რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ ნახსენები არა არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თავის დროზე საქართველოს დიპლომატიის გამარჯვება, სადაც რუსეთმა დაუშვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არაღიარების პოლიტიკა. მან პრაქტიკულად გამოტოვა თავის ტერმინოლოგიაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, _განაცახდა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცახდა , რომ ,,საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ” შეთანხმება, რომელსაც რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ მოიცავს.
"შეთანხმება არც სოხუმისთვის და არც ცხინვალისთვის არ აჩენს რაიმე ვალდებულებებს ისევე, როგორც შვეიცარიის კერძო კომპანიის მოზიდვა ცალკეული საბაჟო საკითხების ადმინისტრირებისთვის და არ ვრცელდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე", - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს უკავშირდება საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებს იმ კონკრეტულ საზღვრებში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა