რიგგარეშე სხდომისადმი მთავრობისა და უმრავლესობის დამოკიდებულება დემოკრატიის პრინციპებს ლახავს. ამ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" აკეთებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობა და უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი არგუმენტებითა და კომენტარებით ხსნის. " ჩნდება განცდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროტესტს არა დამოუკიდებელი შეხედულებების, არამედ მთავრობის გავლენით გამოტქვამენ,"-ნათქვამია განცხადებაში