დღეს, 17 აპრილს, 10:30 საათზე, თბილისის პროკურატურის შენობაში ბრიფინგი გაიმართება.
ქ. თბილისის პროკურატურამ შპს "თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიური ინსტიტუტის" დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი მალხაზ ზამბახიძე დააკავა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის პროკურატურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 17 აპრილის პროკურატურის შენობაში (გორგასლის 24) ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგზე საუბარი იქნება თბილისის პროკურატურის მიერ კერძო ინსტიტუტის დამფუძნებლის დაკავების ფაქტზე.