საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის(UNEA) ბიურში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლად, ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს .
გარემოსდაცვითი ასამბლეა (UNEA) წარმოადგენს მმართველ ორგანოს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი პროგრამის საქმიანობის გაძღოლის და ძლიერი მეცნიერულ-პოლიტიკური საფუძვლების ხელშეწყობის მანდატი. UNEA- ს გარემოსდაცვითი ასამბლეა ქმნის გადაწყვეტილებების მიღებაში 193 წევრი ქვეყანის მონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას.