პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება.
შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს და მას თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.