საქართვლოს პრეზიდეტი დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში უივალ ფუქსს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებიგანიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, ასევე გლობალური და რეგიონალურიუსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
გიორგი მარგველაშვილს უივალ ფუქსმა ისრაელის პეზიდენტის რეუვენ რივლინის ოფიციალური მოწვევა გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით იგი აუცილებლად ეწვევა ისრაელს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.