კოალიცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატის ანი მიროტაძის და თეა მიროტაძე დედაქალაქის მერიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” - თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძე აცხადებს, რომ თეა მიროტაძე თანამდებობაზე კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნა.
,,ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ისე რომ კონკურსი არ გაუვლია დანიშნა ,,ქართული ოცნების” დეპუტატის ანი მიროტაძის და”, _განაცხადა აბესაძებ.
მისივე განმარტებით, თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ყოფილი უფროსი რევაზ ჩახავა, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.