საქართველოს პარლამენტის სასახლეში, თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს 12:00 საათზე დანიშნა.
,,საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები”, _ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.