უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
გვენეტაძის მოსმენის შემდეგ კომიტეტი მისი მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭი დეპუტატებმა მომავალ კვირას უნდა უყარონ.