ქართული მხარის ინიციატივით დღეს თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანიც ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვაა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალი და მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იულიან გროზა ეწვევიან, რომლებსაც თბილისში მათი ქართველი კოლეგა გიგი გიგიაძე უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთანაც.