პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კვირის ბოლოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში მოუსმენენ.
,,ამ კვირას კომიტეტები სრული დატვირთვით იმუშავებენ. ამას გარდა, კვირის დამლევს, ფინანსთა და ეკონომიკის პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, კომიტეტის გაფართოებული სხდომის ფორმატში გაიმართება მოსმენა, რომელზეც ქვეყანაში შექმნილი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ”, _განაცხადა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.