,,ნაცმოძრაობამ” უკვე მეორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით წერილი შეიტანა.
,,სამწუხაროდ ყოველდღიურად გრძელდება საქართველოს ეკონომიკის გაღარიბების პროცესი, ხელისუფლება ამ პროცესში ავლენს სრულიად უნიათობას და უუნარობას. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ პრეზიდენტს და პარლამენტს რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა რათა განვიხილოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს რათა ქვეყანა გამოვიდეს სავალუტო, ეკონომიკური კრიზისიდან და მოსახლეობამ იგრძნოს გარკვეული შვება. პრეზიდენტი პასუხისმგებელიც არის და ვალდებულიც უკვე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და გამოსცეს განკარგულება რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა უკვე არის ქვეყნის ნომერ პირველი ინტერესი”, -განაცხადა პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით წერილის შეტანის შემდეგ.