კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ელისო ჩაფიძე ,,მაესტროს” 18:00 საათიან გამოშვებაში მუქარისშემცველ სატელეფონო გზავნილებს გაასაჯაროვებს რომელიც მას განათლების მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ მისწერა.როგორც ჟურნალისტებს ელისო ჩაფიძემ განუმარტა ის 18:00 საათამდე დუმილს ინარჩუნებს, რის შემდეგ „მაესტროს“ ეთერში იმ გზავნილებს წაიკითხავს, რომელიც განათლების მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ მისწერა.
არსებული ინფორმაციით, ჩაფიძესა და აბესაძეს შორის დაპირისპირება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ტყიბულის შესაძლო მაჟორიტარ დეპუტატობას უკავშირდება. ერთ-ერთ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩაფიძემ განაცხადა, მას აბესაძე ებრძვის და მუქარის შემცვლელ გზავნილებს წერს.