"ამ ქვეყანაში სეკვესტრი გარდაუვალია," - ეს განცხადება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" დასკვნის შეფასებისას გააკეთა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ბიუჯეტის სეკვესტრი წლების შემდეგ კვლავ მოხდება.
"როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, სეკვესტრი გარდაუვალია. ბიუჯეტი უნდა შემცირდეს. ველოდებით მთავრობისგან წინადადებებს," - განაცხადა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.