ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის განცხადებების ფორმატზე შეთანხმდნენ. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უმცირესობის წარმომადგენელმა, ხათუნა გოგორიშვილმა სთხოვა ბიუროს წევრებს.
სხდომის თავმჯდომარის, გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილებით, განცხადებების ნაწილს 1 საათი დაეთმობა.
განცხადებებში პარლამენტის წევრთა თანმიმდევრობა შემდეგნაირად იქნება წარმოდგენილი: 2 დეპუტატი უმცირესობიდან, 2 - უმრავლესობიდან, „ თავისუფალი დემოკრატებიდან“ .
ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის წინადადებით , სურვილის შემთხვევაში, განცხადებით გამოსვლის საშუალება იმ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც მიეცემათ, რომლებიც არ შედიან არც უმრავლესობისა და არც უმცირესობის შემადგენლობაში. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები, ჩატარდება როგორც დღეს, ასევე 5 და 6 მარტს.