ამერიკულმა კორპორაცია Google-მა დომენისთვის - ”.app", რეკორდულად მაღალი თანხა, 25 მლნ დოლარი გადაიხადა. აუქციონზე, სადაც გამარჯვებული Google-ი გახდა, რეკორდულია და ეს თანხა 3-ჯერ აღემატება აქამდე რეკორდულად გამოცხადებულ მაჩვენებელს. როგორც ცნობილია, 2014 წლის სექტემბერში Dot Tech LLC-მა დომენისთვის - ".tech" 6,8 მლნ დოლარი გადაიხადა.
Amazon-მა გასული წლის სექტემბერში დომენი ".buy" 4,6 მლნ დოლარად, ხოლო ოქტომბერში დომენი - ".spot" 2,2 მლნ დოლარად შეიძინა
".app"-ის შეძენით Google-ს ამ დომენის საკუთარი მიზნებისთვის განკარგვაც შეუძლია და ასევე გაყიდვაც. კომპანიას ჯერ არ გაუმჟღავნებია თუ რა მიზნით იყიდა დომენი და რა მიზნები აქვს სამომავლოდ.