დღეს, 3 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს განიარაღების კონფერენციის 2015 წლის სხდომაში და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.
გამოსვლისას მინისტრი ისაუბრებს ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ქმედითუნარიანობის აღდგენისა და შემდგომი გაფართოების აუცილებლობაზე, არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური პრინციპების უნივერსალურობაზე და შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმებით აღებული ვალდებულებების განუხრელად შესრულების აუცილებლობაზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ზ. ალ-ჰუსეინთან, ჟენევაში გაერო-ს განყოფილების მოქმედ გენერალურ დირექტორთან მ. მიოლერთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ი. რუკერთან, გაერო-ს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან კ. ფრიის-ბახთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტთან პ. მაურერთან და შეხვედრები რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
მარათონის მიზანია: სახელმწოფოსთან, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ერთად თავშესაფარს დავუმონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე ყველას შევახსენოთ, საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ექცევა ის განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს.