ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, თუ ოპოზიციას მიეცემა საშუალება, რომ თუნდაც თბილისის მერი ოპოზიციონერი გახდეს, ხელისუფლება ამით ვითარებას პოლიტიკურად დააბალანსებს.
"ხელისუფლებას მოუწოდებ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს, რომ პირველ რიგში სახელმწიფოებრივად იაზროვნონ და მხარი ოპოზიციას დაუჭირონ, რადგან თუ ოპოზიციას საშუალება მიეცემა, რომ თუნდაც თბილისის მერი ოპოზიციონერი გახდეს, ამით პირველ რიგში პოლიტიკური ბალანსი შეიქმნება და ძალაუფლება პარტიებს შორის გადანაწილდება. ამით ჩვენც ამოსუნთქვის საშუალება მოგვცემს, რომ პროცესები ქვემოდან ზემოთ გადავიდეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს გადადგამს ქვეყანაში ვითარების დაძაბვას თავიდან აირიდებს.
"ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, კერძოდ იმაზე, თუ რამდენად სწორ ნაბიჯებს გადაგმას, რომ ასეთი სცენარი არ დაუშვას, მაგრამ სიტყვა არდაშვებაში მე არ ვგულისხმობ, რომ პოლიცია გამოიყენოს და ყოველი მეორე დაიჭიროს, პირიქით პროცესს გონივრული პოლიტიკური განვითარების საშუალება მისცეს", - აღნიშნა სესიაშვილმა.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, მაშინ, როდესაც მერის არჩევნების ზღვარი 30%-თ განისაზღვრა ეს უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლებაში 30% მოვიდეს და 70% ინტერესები არ გაითვალისწინოს, რაც ცხადია მშვიდობას ვერ მოიტანს და სიტუაციას დესტაბილიზაციისკენ ხელოვნურად უბიძგებს.
"ყველაფერს აქვს ზღვარი და თავის რესურსი, იმედი მაქვს გონიერება მოიძებნება ჩვენს ხელისუფლებაში და ასეთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, თუმცა დაზღვეული არავინ არ ვართ. თუ ამ ზღვარს გადავაბიჯებთ მერე სიტუაცია ისეთი უკონტროლო იქნება, რომ ძნელია იქ რაიმე დასკვნების გამოტანა. ხელისუფლებას არ აქვს, რესურსი, რომ პროცესები დემოკრატიულ ჭრილში გადაიტანოს, ამიტომ ეს ბუნებრივად როცა იქნება აფეთქდება და ეს აფეთქება იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რომ ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი შეჩერება ვერ შესაძლოა. მერე კი ვინ ვის გაასწრებს უკვე აღარ ვიცი", - აღნიშნა მან.