ავსტრალიის დედაქალაქში უჩვეულო სასტუმრო გაიხსნა. კანბერას ტურისტულ პოტენციალს, ახლად შემატებულ სასტუმროში რამის გათევა ცხოველების გარემოცვაში მოგიწევთ.
სასტუმრო Jamala Wildlife Lodge ეროვნულ ზოოპარკსა და აკვარიუმშია განთავსებული. სასტუმრო მოწყობილია ისე, რომ ადამიანებს ველურ ცხოველებთან მხოლოდ გამჭვირვალე მინა აშორებთ და ისინი მათთან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იმყოფებიან.
სასტუმროს ყველა ნომერი თემატურია: მაგალითად Giraffe Treehouses-ს მცხოვრებთ შესაძლებლობა აქვთ ჟირაფის გამოკვებაში მიიღონ მონაწილეობა. UShaka Lodge-ი კი უზარმაზარ აკვარიუმთანაა განთავსებული და ვიზიტორს ზვიგენებთან ერთად ძილიც კი შეუძლია. ანუ მათ მხოლოდ მინის კედელი აშორებთ. ბუნგალო Jungle-ს ხედი კი პირდაპირ მგლების, ლომების, ლეოპარედბის, ვეფხვების სამყოფელთან იშლება.
როგორც ირკვევა, სასტუმროში გაჩერება მხოლოდ 18 საათის განმავლობაში შეიძლება და სასტუმროში ცხოვრება 6 წლამდე ბავშვებს არ შეეძლებათ. სასტუმროში ცხოვრება კაცზე 400 დოლარი ღირს. აღნიშნულ საფასურში სასტუმროში განთავსების საფასურის გარდა აკვარიუმისა და ზოოპარკის ბილეთები, ექსკურსიის ღირებულება, კვება და ოთახში განთავსებული მინი ბარიც შედის.