ფრაქცია "ქართული ოცნება- კონსერვატორები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს შეხვდებიან.
მხარეებს შორის შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ნინო გვენეტაძეს მხარდაჭერა უკვე გამოცხადეს ფრაქცია ,,თავისუფალმა დემოკრატებმა”, ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ 28 კანდიდატი იყო დასახელებული.
უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილება 23 თებერვალს ამოეწურა.
ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე მის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.