მოსკოველმა სამართალდამცავებმა ჩეჩნური სპეცბატალიონ "ვოსტოკის" ყოფილი მებრძოლი ივან ტარაევი დააკავეს, რომელიც ძარცვაში, ძალადობასა და გამომძალველობაშია ეჭვმიტანილი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მსხვერპლი ბიზნესმენი გახდა.
ივან ტარაევა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, თავის მოსკოვურ ბინაში ჰყავდა ნიანგი და ამჟამად ეჭვმიტანილია ბანალურ სისხლის სამართლის საქმეში _ შეიარაღებული თავდასხმა.
სამართალდამცავებს დახმარებისათვის 32 წლის კომერსანტმა მიმართა, რომელზეც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მაშინ როდესაც იგი თავის მეგობართან შეხვედრაზე მივიდა, მასთან მეგობრის ნაცვლად ოთხი უცნობი პირი მივიდა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ცემა დაუწყო. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ამოიღო ტრავმატიკული პისტოლეტი და ბიზნესმენს თავში დაუმიზნა და ესროლა. საბედნიეროდ პისტოლეტმა არ გაისროლა. თუმცა ბოროტმოქმედმა მეორედ ისროლა, ამჯერად მსხვერპლს ტყვია ფეხში მოხვდა.
დაჭრილი კომერსანტი ბოროტმოქმედებმა თავისივე ავტომობილში ჩასვეს და მისი ცემა განაგრძეს. ამის შემდეგ თავდამსხმელთაგან ერთ ერთმა დაჭრილს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუკი უახლოეს მომავალში იგი 200 ათას აშშ დოლარს არ გადაიხდის მას მოკლავდნენ. ბიზნესმენმა ამაზე განაცხადა, რომ მას ასეთი თანხა არ აქვს. ბოროტმოქმედებმა მას მოხსნეს საათი, ოქროს სამაჯური, წაართვეს ფული, სამი ტელეფონი, საბუთები და ავტომობილი. სულ მიყენებულმა ზარალმა 1 მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები მიიმალნენ, დაზარალებულმა დახმარებისათვის კი სამართალდამცავებს მიმართა.
სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად ორი თავდამსხმელის ვინაობა დადგინდა. ერთი _ 27 წლის ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებელი არტურ ჩიბილოვი აღმოჩნდა, მეორე კი საქართველოში დაბადებული 40 წლის ივან ტარაევი - ვოსტოკის" ყოფილი მებრძოლი. ორივე მათგანი მოსკოვს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.
დაკავებისას ერთ-ერთმა სამართალდამცავებს სპეცდანიშნულების ოფიცრის დამადასტურებელი საბუთი წარუდგინა. დაკავებულების ჩხრეკისას მათ ე აღმოჩნდათ ნაძარცვი ნივთები, ასევე პისტოლეტი.
"სპეცდანიშნულების ოფიცრის" ბინაში სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინეს. სამართალდამცავთა განცხადებით მისი ბინის აბაზანაში ჯაჭვზე დაბმული ნიანგი ცხოვრობდა. მიმდინარეობს გამოძიება.