ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი უკრაინის პრეზიდენტს ყირიმისთვის ელექტროენერგიისა და სურსათის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ნახევარკუნძულზე შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება. კეთილი ინებონ და ყირიმს აჭამონ და გაანათონ,"-აღნიშნა ჯემილევმა. ყირიმელი თათრების ლიდერმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ევროპის სასამართლოში გასული წლის ივლისში შეიტანა. მას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შესვლა 5 წლით აქვს აკრძალული.