რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცილურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას რუსეთ- აქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის საკითხს განიხილავს გეგმავს. ამის შესახებ, განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში გააკეთა.
კარასინი აღნიშნავს, რომ პრაღის დღევანდელ შეხვედრაზე მოლაპარაკება ძირითადად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას და შვეიცარული კომპანიის მუშაობის დეტალებს შეეხება. თუმცა რუსეთი რკინიგზის თემის განხილვასაც გეგმავს, ოღონდ “პოლიტიკური დელიკატურობით”.
,,ჩვენ შეხვედრაზე ვსაუბრობდით სარკინიგზო მიმოსვლაზე, ამ საკითხებსაც განვიხილავთ, მაგრამ პოლიტიკური დელიკატურობიდან გამომდინარე სხვების ნაცვლად არაფერს ვწყვეტთ. ვნახოთ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლ', -აცხადებს კარასინი.
შეგახსენებთ, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრა პრაღაში უკვე დაიწყო.