ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ბელორუსში პოლიტიკური თავშესაფარის მიღებაზე უარი განაცხადა. ეს განცხადება დღეს ბაკიევმა თავად გააკეთა. მისი თქმით, ბელორუსმა მას პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
"მე ვთქვი არა", _ განუცხადა ბაკიევმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დროებით მთავრობასთან და იგი ვარაუდობს, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი მისი უსაფრთხოების საგარანტიო განკარგულებას.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 6-7 აპრილს მომხდარი მასობრივი არეულობებისა და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში ოპოზიცია მოვიდა და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა.
ახალი მთავრობა ყირგიზეთის პრეზიდენტისაგან გადადგომას მოითხოვს.