საკრედიტო აქტივობის ზრდისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გაკეთდა. ამის შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რატნა საჰაიმ განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნები რეგიონის ქვეყნებისთვის მიცემულ რეკომენდაციებში აისახება.
დასკვნის შესაბამისად, საკრედიტო ბუმის შემდეგ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კრედიტ-დაბანდებამ იკლო, რაც როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული. კონფერენციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბანკებში პრობლემური სესხების საკითხი უნდა დარეგულირდეს და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაიზარდოს.
კონფერენციაზე გაკეთებული დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვანია ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის გაზრდა, ასევე ადგილობრივ ვალუტაში საფინასო ბაზრზების განვითარება.
საჰაის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კონფერენციაზე წარმოდგენილ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს ორი მიმართულებით დაეხმარება - არსებული გამოწვევებისთვის თავის დაღწევასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის რეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, კონფერენციის მთავარი თემა საკრედიტო აქტივობის ზრდა იყო.
~დაბალი საკრედიტო აქტივობა მრავალ ქვეყანაში პოსტკრიზისული პრობლემაა. ჩვენი შეკრების მიზანი იყო გვემსჯელა რომნელი ქვეყანა როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას და ასევე მოგვეძებნა საუკეთესო გზები, ამ მიმართულებით დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო~, - განაცხადა ქადაგიძემ.
ერთდღიან კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ გაიმართა, 12 სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.