ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში ისლამისტებმა ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც უნიკალური გამოცემები განადგურდა. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი ჰანემ ატ-ტანი აცხადებს, გადარჩენილი წიგნები "ისლამისტური სახელმწიფოს" მებრძოლებმა შენობის ეზოში კოცონზე დაწვეს. სულ მათ 10 ათასამდე წიგნი გაანადგურეს. მოსული ამ დრომდე ჯიჰადისტთა სრულ კონტროლს ექვემდებარება.