აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბასა და ბესლან ბუთბას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
"აფხაზეთის ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რაულ ხაჯიმბასა და ბესლან ბუთბას შორის", - განაცხადა ბარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომლის შეფასებითაც, აფხაზეთში პოლიტიკური ფონი დღითი დღე იძაბება.
ამასთან, ბარამიას ინფორმაციით, რუსულმა მხარემ აფხაზეთში ე.წ. არჩვენების გასაშუქებლად "დიდი რაოდენობით ჟურნალისტები ჩაიყვანა".
"ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ე.წ. საპრეზიდენტი არჩევნების დროს რაიმე პროვოკაციის გამოვლენის შემთხვევაში ის ქართულ მხარეს გადაბრალდეს", - განმარტა ბარამიამ.