დღეს, 13 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გაიმართება პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა თემაზე: „ეთნიკურად ოსი მოსახლეობის სოციალური პრობლემები".
დღის წესრიგით გათვალისწინებულია, სახალხო დამცველის მოხსენება, სადაც ის ისაუბრებს სახალხო დამცველის ინიციატივაზე „ოსურ ფორუმთან" დაკავშირებით. ასევე - „ოსური ფორუმის" წევრების მოხსენებები შემდეგ საკითხებზე: განათლება, მოქალაქეობა,კულტურული მემკვიდრეობა, რესტიტუცია და ოსური სათვისტომო.
სხდომაზე მოწვეულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები