ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, "სააკაშვილის მთავარი ოპოზიციონერი თავად სააკაშვილია".
როგორც ხუხაშვილმა "რია ნოვოსტის" ოფისში გამართული მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას განაცხადა, "მას ისეთი შეცდომები მოსდის, რომლის გამოყენებაც ჭკვიან ოპოზიციას კარგად შეუძლია".
"სააკაშვილის მთავარი ოპოზიციონერი თავად სააკაშვილია. მას თავად ან მის ირგვლივ არსებული აგენტების "წყალობით" მოსდის შეცდომები. ამისთვის თუნდაც მოდელირებული "ქრონიკის" მაგალითის გახსენებაა საკმარისი. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ხელისუფლებას არჩევნებამდე კიდევ მოუვა ბევრი შეცდომა, რაც შესაძლოა ოპოზიციამ გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უმცირესობის ეფექტური ქმედება ხელისუფლების არც ერთ დანაშაულსა თუ შეცდომას არ მოჰყოლია", - განაცხადა ხუხაშვილმა.