საქართველო ქალაქ ანტალიაში დაგეგმილ ბოტანიკურ გამოფენა „ექსპო 2016"-ში მიიღებს მონაწილეობას.
„ექსპო 2016" მონაწილეობის მსურველ სხვადასხვა ქვეყნებს მომავალი წლის 23 აპრილიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. იმ შემთხვევაში თუ მონაწილე ქვეყნები მოისურვებენ მათ მიერ მოწყობილი ბაღების პერმანენტულ გამოფენას, მონაწილე ქვეყნების ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი იქნება „ჩუქების ფორმა", რომლის შევსების შემდეგ საგამოფენო ბაღი გახდება პერმანენტული და გამოფენის დამთავრების შემდეგაც უსასყიდლოდ მოხდება მისი მოვლა.