საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგრეო უწყებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. როგორც ფანჯიკიძემ განმარტა 5 ნოემბრის შემდეგ ცნობილი იყო, რომ საქართველოს ელჩს ნატოში ლევან დოლიძე თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა დღემდე არ არის დასახელებული მისი შემცვლელი.
,,5 ნოემბრის შემდეგ ცნობილი იყო, რომ ლევან დოლიძე თანამდებობას ტოვებდა და დღემდე არ არის დასახელებული მისი შემცვლელი. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხისმგებლო საქციელი," - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, საგარეო უწყებაში კადრების დეფიციტია.
შეგახსენებთ, რომ ლევან დოლიძემ ნატოში საქართველოს ელჩის პოსტი ოფიციალურად 26 იანვარს დატოვა. თუმცა მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მაშინ გააკთა როცა ,,თავისუფალმა დემოკრატება" კოალიცია ,,ქართული ოცნება" დატოვეს.