,,აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე წელს ოკუპირებული აფხაზეთის 6 რაიონში სავაჭრო შესყდვების ბაზა აშენდება, სადაც მოსახლეობას სხვადსხვა პროდუქტის ჩაბარება და ყიდვა შეეძლება.
სავაჭრო-შემსყიდველ ბაზებში რუსეთის ბაზარზე გასაგზავნად მოსახლეობისაგნ ციტრუსს, ხურმას, ყურძენს, ფეიხოას, ბოსტნეულს, ხორცისა და რძის ნაწარმს ჩაიბარებენ.
თავად მოსახლეობას კი საქონლის საკვების, მინერალური სასუქების, ჰერბიციდებისა და შხამქიმიქატების, სასოფლო-სამეურნეო საქონლის, შაქრის, ხორბლის ფქვილის და სხვა პროდუქტის შეძენა ხელსაყრელ ფასებში შეეძლება.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განიხილება ასევე, ამ ბაზებზე მცირე ბაზრების მოწყობა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები, წვრილფეხა საქონელი და ფრინველი გაიყიდება.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი რაფიკ ოტირბა იუწყება, ხსენებული ბაზების ასაშენებლად 360 მილიონი რუბლია გამოყოფილი.
ოტირბას თქმით, ამას გარდა, საინვესტიციო პროგრამით გულირიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში საკონსერვო ქარხნების მშენებლობაცაა გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები