დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩიოსების დაკავება პროკურატურის უნიათობის გადაფარვას ემსახურება.
,,დღეს ფაქტიურად დილიდან ხორციელდება წინასწარ გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნრო რომ ეს გადაწყვეტილებები იმ დღესვე იყო მიღებული როდესაც მიხვდნენ რომ ვერ გახსნიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობას.იმისათვის რომ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ გადაფარონ დადგეს ის სპექტაკლი რომელი საბოლოოდ არა მხოლოდ კონკრეტულია ადამიანების ოჯახებს დააზარალებს, არამედ ქვეყანაში საბოლოოდ დაანგრევს პოლიციურ სისტემას", _განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნა - დაკავებულია 11 პირი.
მასალის გამოყენების პირობები