"ნაცმოძრაობის" დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიზირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს დემოკრატიულ პერსპექტივას საქართველოში.
,,ეს პროცესი არის აბsოლიტურად პოლიტიზირებული. ყოველგვარი განსჯის გარეშე პოლიტიკური ჯგუფები ან ხელისუფლებასთან აფილირებული, მოკრიმინალო ჯგუფები პირდაპირ იშვერენ თითებს „ნაციონალური მოძრაობისკენ". ამას კამპანიურად აყოლებენ ყოფილი სამართალდამცავების დაპატიმრებას, ეს იქნება კიდევ ერთი კუდიანებზე ნადირობის პროცესი, რომელიც კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს დემოკრატიულ პერსპექტივას საქართველოში",-განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში ჰყავთ გადაყვანილი. ამასთან ადვოკატის დარეჯან გელაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ ყოფილი სამი სპეცრაზმელი, დააკავა, რომელიც ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში იმყოფებიან.