ადვოკატის დარეჯან გელაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ ყოფილი სამი სპეცრაზმელი, დააკავა, რომელიც ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში იმყოფებიან.
,, მე დამიკავშირდნენ ყოფილი სამი სპეცრაზმელი ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე და მითხრეს, რომ ისინი გადმოჰყავთ გენპროკურატურაში მათზეა დაკავების განჩინება. Mმე ვიცავ მათი ინტერესებს და შევდივარ გენპროკურატურაში", _განაცხადა ადვოკატმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში ჰყავთ გადაყვანილი.