ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გულირიფშში, ძველი საავადმყოფოს ბაზაზე უახლესი სტანდარტების ცენტრალური ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიხსნა.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის გიორგი კორტავას თქმით, კლინიკისთვის საჭირო ულტრათანემდროვე აპარატურა და სამედიცინო დანადგარები უკვე შეკვეთილია და მალე მათ დაწესებულებაში ავადმყოფთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეიქმნება.
140 ადგილიან საავადმყოფოში ფსიქიატრიის გარდა სხვადსხვა განყოფილება იმუშავებს, მათ შორის ტუბერკულოზისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებებიც.
4 სართულიანი შენობის კაპიტალური რემონტისა და მისი მოწყობის ფინანსური მხარე თავის თავზე მთლიანად რუსეთმა აიღო.
გულირიფშის ცენტრალური ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა 210 მილიონი რუბლი დაჯდა.