მორიგი ტერორისტული აქტი სირიაში. აფეთქების ხმა გვიან საღამოს დამასკოს ცენტრალურ რაიონში გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში ამოქმედა, რასაც ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები