მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გავრცელების გამო ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ყვლა რაიონის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში, მათ შორის გალის რაიონშიც კარანტინი გამოაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა დასწრება 50 %-ს ვერ აღწევს, რაც ინფექციის გავრცელებით არის გამოწვეული, ამიტომ კარანტინის გამოცხადება აუცილებელია.
,,გუშინ ხელი მოეწერა ბრძანებას, რომლის ძალითაც პედიატრებმა ბავშვები სახლებში უნდა მოინახულონ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნონ. ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ვითარების სტაბილიზაციამდე კარანტინის მოხსნაზე ლაპარაკიც არ არის." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანძორ გოოვმა.
მან ასევე მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს მიმართონ.