რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში შეირაღებული 500-კაციანი ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
თელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადანაწილება ჭუბურხინჯში, საბერიოსა და კიდევ რამდენიმე სოფელში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯანშანტექნიკა განათავსეს ენგურჰესთან ახლოსაც.
რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ, ენგურჰესის მიმდებარე სოფლების ოკუპაციას გეგმავენ.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა იმ საგუშაგოების გამაგრებაც დაიწყეს, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ დატოვეს.