თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, შესაძლოა, ნატო-ს სასწავლო ცენტრი ვაზიანში განთავსდეს.
"ამჟამად მიმდინარეობს ნატო-სთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. პროცესი გრძელდება. ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას", - განაცხადა ჟურნალისტებთან მინდია ჯანელიძემ ვაზიანში გამართული სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ.