,,აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების" ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა.
სულ გამოიკითხა 1618 ადამიანი, მათ შორის 980 ქალი და 638 - მამაკაცი.
კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 63 % თვლის, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, 13,4 %-ის აზრით კი, ცხოვრების პირობები გაუარესდა.
სიღარიბის ზღვარზე ან ღარიბად საკუთარ თავს 37 % მიიჩნევს.
ყველაზე დიდი მაჩვენებელი, რომელიც საკუთარ თავს ღარიბად მოიხსენიებს, გალის რაიონში დაფიქსირდა. იქ გამოკითხულთა 63 %-მა თავი ღარიბ კატეგორიას მიაკუთვნა, ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი - 20 % კი გულირიფშის რაიონის მოსახლეობაში დაფიქსირდა.
ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემათა შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში პირველი ადგილი უმუშევრობას ერგო, მეორე პრობლემად სამედიცინო მომსახურების უხარისხობა სახელდება, მესამე ადგილზეა - ნარკომანია, მეოთხეზე - გზების სავალალო მდგომარეობა, მეხუთეზე კი - განათლების დაბალი დონე.
რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს, მათ შორის პირველი ჩინოვნიკების მხრიდან კორუფცია დასახელდა, მეორე - პოლიტიკური იზოლაცია და ომის შედეგები.
ეკონომიკის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან გზად კი გამოკითხულთა უმეტესობამ სოფლის მეურნეობა მიიჩნია.
მასალის გამოყენების პირობები