ხვალ, 30 იანვარს, 09:00 საათზე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონს ესტუმრება. ნატოელ სტუმარს პოლიგონზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე უმასპინძლებენ.
ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისთვის, მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართება, რაც პოლიგონის შესაძლებლობების გაცნობას ისახავს მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები