ნატო-ს გენმდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ, საქართველოს ხელისუფლებას პროკურატურის, სასამართლოსა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისკენ მოუწოდებს. Aამის შესახებ, ვეშბოუმ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
,, იყო საუბარი იმაზე რომ შსს, განსაკუთრებით პროკურატურის რეფორმა რაც შეიძლება დროულად უნდა განხორციელდეს", _განამარტა ჟურნალისტებთან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ფრაქციებისა და კომიტეტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები