ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, აცხადებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება და აღნიშნავს, რომ ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს.
"ლარი არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას. "რუსთავი 2" ახდენს აგიტაციას. ეს ფასებზე არ ასახულა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, ის ასახვას პოვებს საქართველოზეც," - განაცხადა ივანიშვილმა ,,იმედის" ეთერში.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გაერკვეს თუ რომელ ვალუტაში დააბანდოს ფული.
მასალის გამოყენების პირობები