თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ევროპის პროფკავშირების ინსტიტუტის მთავარმა მკლევარმა გრიგორ გრადევმა მოხსენება წაიკითხა თემაზე "ევროპული სოციალური მოდელი და ახალი გამოწვევები".
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ტემპუსის (ევროკავშირი) სამაგისტრო პროგრამის "ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნული პროექტი ეხმარება ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სტანდარტებთან მისადაგებას.
მოხსენების შემდეგ საჯარო დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საკრებულოს წევრმა და ტემპუსის სამაგისტრო პროგრამის კორდინატორმა ბექა ნაცვლიშვილმა ასეთი ტიპის პროექტების მიზანშეწონილობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი "ევროპა არის სახელმწიფოს კეთილდღეობის აკვანი, მაგრამ გლობალიზაციამ და ეკონომიკის ფინანსალიზაციამ მოახდინა სოციალური ინსტიტუტების დევალვაცია და გრადევის მოხსენება სწორედ ამ აქტუალურ და დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხებოდა".განაცხადა დეპუტატმა
გიორგი ალიბეგაშვილმა დღევანდელი მოხსენების და განხილული საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა "დღეს, საკრებულო მასპინძლობს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებს, რომლებიც ჩვენს მომავალ თაობას გააცნობენ იმ ტრადიციებს და ახლებულ მიდგომებს რომელიც ევროპაში ინტეგრაციის გზაზე აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება".-განაცხადა თავმჯდომარემ.
დღევანდელ შეკრებას დაესწრნენ და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერიის, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სახალხო დამცველის აპარატის, ფრიდრიჰ ებერტის ფონდის, შრომის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები
მასალის გამოყენების პირობები