საკრებულოს მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ ვაზისუბნის მე-4მ/-ის ყოფილ 149-ე ბაგა-ბაღში გორიდან იძულებით გადაადგილებული 31 დევნილი და 7 სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. მაჟორიტარი დეპუტატი არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ,,საცხოვრებელი ფართის დაუკანონებლობის გამო ვერ ხერხდება აღნიშნული საცხოვრებლის გაზიფიცირება. ამიტომ იქ მაცხოვრებლებს საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ ზამთრის გადატანა. ამ ეტაპზე, ჩემი ინიციატივით, მათ შეშა მიეწოდათ'',-განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ. მისივე ინფორმაციით, გაირკვა, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე იმყოფება და პრობლემა ერთიანი ძალებით მალე მოგვარდება. დღესვე დეპუტატმა დევნილებსა და სოციალურიად დაუცველთა ოჯახებს მათთვის აუცილებელი ნივთები და საკვები პროდუქტი გადასცა.