ხვალ, 29 იანვარს, საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ.
ვიზიტის მთავარი მიზანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მონიტორინგი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე ვერშბოუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მოინახულებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ვერშბოუ ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.