პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილ ფეხბურთელს, ლუიშ ფიგუს ფიფას პრეზიდენტობა სურს. მისი თქმით, მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციას დღეისათვის კრიზისული პერიოდი უდგას და დიდი ხანია, ცვლილებების დრო დადგა. "მე არ მომწონს ის, რაც დღეს ფეხბურთში ხდება. თუ თქვენ შეხვალთ ინტერნეტში და ფიფას შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებით, პირველი, რასაც ორგანიზაციაზე იპოვით, სიტყვა სკანდალია. ჩვენ ფიფას იმიჯი უნდა გავაუმჯობესოთ,"-აღნიშნა ფიგუმ. ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 29 მაისს გაიმართება. პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები უკვე დააყენეს: მოქმედმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, ფიფას ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ჟერომ შამპანმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ჟინოლმა, საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ და ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელმა მიხაილ ვან პრაგმა.
მასალის გამოყენების პირობები